logo
ENG



ივანიშვილი გადამგდებია - აქცია კანცელარიასთან ბოქლომის დადებით დასრულდა

21 ნოე 201911:44
3 წუთის საკითხავი
 
bmw5sogk1d7wi7a.jpg

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა კანცელარიის ჭიშკარზე რამდენიმე ბოქლომი ჩამოკიდეს. ამასთან, მათ ადგილზე მიიტანეს სტიკერები, მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით. ზოგიერთ სტიკერზე იყო წარწერა: „გადამგდები“. გარდა ამისა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ასეთი ტიპის აქცია ყოველ ხუთშაბათს, მთავრობის სხდომის პარალელურად გაიმართება.

„მოვაწყოთ ხოლმე ხუთშაბათობა. საინტერესოა რამდენ ხანს გაუძლებენ ამ ყველაფერს და გაუძლებთ თუ არა ნერვები. ჩვენ ნერვები ნამდვილად გაგვიძლებს“, - განაცხადა უგულავამ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევდნენ და მათი ადგილიდან ძალის გამოყენებით გაწევას ცდილობდნენ. ადგილზე პოლიტიკური ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

 

 


close დახურვა