logo
ENG



ივანიშვილი ნდობას კარგავს - ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ

20 ნოე 201911:57
3 წუთის საკითხავი
 
80rehkla7zftmf5.jpg

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტერიალის პარალელურად ევროპარლამენტარებსაც შეხვდება. როგორც "ფორმულასთვის" ხდება ცნობილი, ევროპელმა დეპუტატებმა პროპორციული საარჩვენო სისტემის ჩაგდების გამო, საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს. 

ევროპარლამენტარების თქმით, "ქართული ოცნების" დანაპირების არშესრულებით ისინი იმედგაცრუებული არიან. ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხზე სვენ მიქსერი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო ცვლილებების შესახებ რეფორმას განახორციელებს. 

 

„მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ქვეყნებში სხვადასხვა საარჩენო სისტემა გვაქვს, ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმას. ველით, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ გაატაროს რეფორმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ პარლამენტი ვერ შეძლო ამ მნიშვნელოვანი რეფორმის დამტკიცება“, - განაცხადა მიქსერმა.

როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ მარინა კალიურანდიმ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების თაობაზე მათ შესაბამისი მოხსენებაც მოამზადეს. 

„გავაკეთეთ განცხადება და გამოვხატეთ ჩვენი იმედგაცრუება განვითარებული მოვლენების გამო. როგორც ევროპარლამენტარი, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს მეგობარი ყველაფერს გავაკეთებ, რომ მხარი დავუჭირო საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს. ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო წელი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, როდესაც არსებობს შეთანხმება, საარჩევნო სისტემის შეცვლის დაპირება, მათ შორის ევროპარლამენტარების მიმართ, როდესაც მოვლენები სხვაგვარად ვითარდება, ეს ბუნებრივია კითხვებს აჩენს“, - განაცხადა კალიურანდიმ.

ევროპარლამენტის უკმაყოფილებას იზიარებს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთახ კახიძეც. 

„ქართველი ხალხი ხელისუფლებას აღარ ენდობა, რომელიც არის გადაგდებული და მოტყუებული. გარდა ამისა, ივანიშვილი ნდობას კარგავს დასავლეთშიც. ეს ცუდად დასრულდება. ეს არის ევროპელი პარტნიორების გადაგდება და ივანიშვილს ამას არავინ აპატიებს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ.

 

 

 


close დახურვა