logo
ENG



ივანიშვილი ოპონენტებს ავტოკრატიულ ქვეყნებში აპრობირებული სტილით ებრძვის - ბადრი ჯაფარიძე

10 ოქტ 201914:45
3 წუთის საკითხავი
 
s0r2l12vsdq1ss4.jpg

თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ოპონენტებს ავტოკრატიულ ქვეყნებში აპრობირებული სტილით ებრძვის.

ამის შესახებ მან ამის შესახებ მან „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. პროკურატურა „თიბისი ბანკს“ ფულის გათეთრებას ედავება.

„მეთოდი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მთავარი პროკურორი იყენებს, არის კარგად აპრობირებული მეთოდი ავტოკრატიული ქვეყნების მიერ. როცა ფულის გათეთრების ბრალდებით ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ამიტომ ისინი ამ ბრძოლაში უნდა დამარცხდნენ. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი შვილებისა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ამიტომ ჩვენგან ეს ბრძოლა შეუპოვარი და უკომპრომისო იქნება. ყოველი პროცესის შემდეგ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოგაწოდოთ ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება პირადად ბიძინა ივანიშვილისა და მისი მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის მიერ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესი 25 ოქტომბრამდე გადაიდო. მხარეებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები და ორივე მხარემ გარკვეული მტკიცებულებების ამორიცხვასთან დაკავშირებით შუამდგომლობები დააყენა.

 

 


close დახურვა