logo
ENG



ივანიშვილი ქვეყნის ნომერ პირველი ფილანტროპია-ოცნების ლობისტები კონგრესმენებს პასუხობენ

22 ივნ 202011:13
3 წუთის საკითხავი
clock 744

ამერიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტს, „ქართული ოცნების“ ლობისტები წერილით პასუხობენ. საქმე ეხება დოკუმენტს, სადაც კონგრესმენები ბიძინა ივანიშვილს პუტინის მოკავშირედ მოიხსენიებენ და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ.

ლობისტების წერილში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნება“ ივანიშვილის შეფასებასთან დაკავშირებით შეშფოთებულია და ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. წერილის მიხედვით, „ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველო შეერთებულ შტატებს ისტორიის განმავლობაში ყველაზე მეტად დაუახლოვდა, ივანიშვილი კი ქვეყნის ნომერ პირველი ფილანტროპია.

ონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა ჯგუფმა მწვავე ანგარიში დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ  ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ანგარიშს 13 კონგრესმენი აწერდა ხელს.


close დახურვა