logo
ENG



ივანიშვილმა რა ხერხებიც გამოიყენა, იყო სრული მარაზმი - საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება

19 ნოე 201910:15
3 წუთის საკითხავი
 
ctktj4d0a70j1p6.jpeg

მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზატორები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ, სადაც ამ წუთებში  აქციაზე დაკავებულების პროცესი იწყება. დაკავებულები უკვე გადმოყვანილი ჰყავთ, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. სხდომა დღეს პროტესტის ფინზე გაიმართება. 

„გუშინ რეალურად ბიძინა ივანიშვილმა რა ხერხებიც გამოიყენა, იყო სრული მარაზმი და ამ საშინელი დარბევისას დააკავეს ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, გიორგი რურუა, რომელსაც იარაღი ჩაუდეს. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ისინი დავიცვათ, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის აუცილებლად“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზტორმა, ქრისტინე თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს აქციის დარბევისას სულ 37 პირი დააკავეს, მათგან რამდენიმე უკვე გაათავისუფლეს, რამდენიმეს პროცესი კი დღეს იმართება. დაკავებულებს ბრალად ედებათ, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა.

 


close დახურვა