logo
ENG



ივანიშვილმა საბოლოო ჯერზე გადააგდო საქართველო... ქვეყანა ჩიხში შეჰყავს - ანა ნაცვლიშვილი

14 ნოე 201916:04
3 წუთის საკითხავი
 
o685786qm8x7q73.jpg

მოძრაობა "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას შეუერთდა. მისი თქმით, ივანიშვილს ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში შეჰყავს, რადგან დაკარგული აქვს ხალხის ნდობა. 

"აქ აღარაა საუბარი იმაზე, რა ესმის და რა უნდა ივანიშვილს. ნათელია, რომ მას არ უნდა ქვეყნის სტაბილური განვითარება, რადგან ქვეყნის ძალაუფლების სამართლიანი გზებით შეცვლაზე თქვა უარი. ებღაუჭება ძალაუფლებას, რადგან იცის, რომ "ოცნება" ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას. ახლა ცდილობს მანიპულაციებით ჩაკეტოს სივრცე. ქვეყანა ისეთ ჩიხში შეჰყავს, საიდანაც გამოსავლი ძალიან მტკივენულია. ახლა ყველას, ვინც ტელევიზორთან ზის, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი შვილების მომავალი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მათ უნდათ, რომ ყველა წავიდეს. ესაა ჩვენი ქვეყანა და მას მივხედავთ ივანიშვილის გარეშე",- აცხადებს ნაცვლიშვილი. 

მისივე თქმით, ამჯერად ოპოზიციის გეგმაზე უფრო მნიშვნელოვანია, დღეს პარლამენტთან საკუთარი პროტესტის დაფიქსირება. მან საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. 

"გეგმა მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა უფრო მნშვნელოვანია დავინახოთ რეალობა. ამ კაცმა საბოლოო ჯერზე გადააგდო საქართველო. მე არ ვიცი მისი რა დაპირება უნდა დაიჯეროს ამომრჩეველმა. ვის სჯერა, რომ ეს მაჟორიტარების ამბოხია",- ამბობს ნაცვლიშვილი.

 


close დახურვა