„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირის შეფასებით, ივანიშილმა ფოლადის შიშის კედელი აღმართა. როგორც მან პარლამენტთან მიდმინარე აქციების დროს აღნიშნა, ყველა სახელმწიფო უწყება თვითბლოკადაში მოექცევა.
„ფოლადის შიშის კედელი აღმართა ბიძინა ივანიშილმა. ჯერ საკუთარ თავში, რაც თვალებში ეტყობოდა გუშინდელ ინტერვიუში, ახლა პარლამენტთან. ასე მოუვა ყველა სახელმწიფო უწყებას, მოექცევიან თვითბლოკადაში. ქუჩის აქციები და პროტესტის ეს ფორმა არის ეფექტიანი, გამოვიყენებთ ტრიბუნას, გამოვიყენებთ პარლამენტის შენობას, ახლა ეზოში ვართ, საჭირო თუ იქნება, პარლამენტშიც შევალთ. ჩვენ ფუფუნებას არ მივცემთ იქ კომფორტულად იჯდნენ. პარლამენტიდან გავრილოვის გაძევებით დაიწყო ეს პროცესი“, - განაცხადა გოცირიძემ.