logo
ENG



ილია მეორემ სამღვდელოებასა და ემიგრანტებს მიმართა

08 დეკ 201914:16
3 წუთის საკითხავი
 
i5y0zjhwoi0k7y7.jpg

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ემიგრანტებზე ისაუბრა და მათ საქართველოში ჩამოსვლისკენ და მიწის დამუშავებისკენ მოუწოდა. მან აქვე განაცხადა, რომ საქართველოს მიწებს უცხოელები ეპატრონებიან და იმედი გამოთქვა, რომ ეს გამოსწორდება. პატრიარქმა დაავალა სოფლებში მყოფ სამღვდელოებას, დაამუშაონ მიწები და ხელი მიჰყონ სოფლის მეურნეობას.

„სოფლის მეურნეობას მიხედოს სამღვდელოებამ, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ღორი, ქათმები. ეს დიდად ამოსწევს ჩვენს სოფელს. სოფელი დაეხმარება ქალაქს. რამდენიმე ხნის შემდეგ მე გავსინჯავ, რამდენად შეასრულეთ ეს ლოცვა-კურთხევა. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება. სოფლის მოსახლეობა და ქალაქისაც მიდიან საზღვრაგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულებს, ეს ცუდი არაა. მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. უნდა მიხედოთ. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებსა და სახლდებიან ჩვენს სოფლებში და ქალაქებში. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს ეს", - განაცხადა ქადაგებისას ილია II-მ.


close დახურვა