logo
ENG



ილია II - ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ღმერთი მოწყალეა

07 აპრ 202019:00
3 წუთის საკითხავი
clock 421
fm5ft304n6htimf.jpg

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მიმართა. მიმართვა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ გაავრცელა.

ილია მეორემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ თანამედროვეობაში ყველა მოვლენას ვერ მოვუძებნით ახსნას. მისივე თქმით, კორონავირუსით გამოწვეული სიმძიმეც გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს", - განაცხადა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვას არ ესწრებოდა. როგორც მისმა პირადმა ექიმმა განმარტა, ეს ილია მეორეს მდგომარეობის გამო არ იყო რეკომენდირებული.


close დახურვა