logo
ENG



ილია ll არჩევნებზე: ოცნებას გულითადად ვულოცავ წარმატებას, ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა

16 ნოე 202422:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/16/j8cteygc7ixqczn.jpg

პატრიარქი, ილია მეორე ქართულ ოცნებას "არჩევნებში გამარჯვებას" ულოცავს და ამბობს, რომ "ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა".

პატრიარქი მიიჩნევს, რომ ცესკოს შედეგებით ოცნების გამარჯვება დასტურდება. 

"დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ოცნების ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით, ამინ!", - წერია განცხადებაში.


close დახურვა