logo
ENG



იმედია, არჩევნები დაასრულებს კრიმინალის აღზევებას და სახელმწიფოს ნგრევას - დეკანოზი ილია

08 ივლ 202013:11
3 წუთის საკითხავი
clock 1962
w40uvjvq758cl3e.jpg

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ბოლო დროის გახმაურებულ მკვლელობებს ეხმაურება - სასულიერო პირი ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს ეროვნულ ტრაგედიას უწოდებს და აცხადებს, რომ საქმის ტრაგიკულობას აორმაგებს სამართალდამცველების არაპროფესიონალური მიდგომა.

დეკანოზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ აშკარაა კრიმინალური სამყაროს გაძლიერება კონკრეტული პირების ეგოისტური მიდრეკილებების გამო.

„გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ეროვნული ტრაგედიაა და ამ ტრაგედიას აორკეცებს ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების უსუსურობა-არაპროფესიონალიზმი, ან სულაც დანაშაულებრივი თანამონაწილეობა საქმეში, რაც ყოველდღიურად საცნაური ხდება ახალახალი ფაქტების გახმაურებით. სახეზეა სახელმწიფო სტრუქტურების უდიდესი ხრწნა, კრიმინალური სამყაროს გაძლიერება და საქართველოს სახელმწიფოს მიზანმიმართული ნგრევა პირადი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილების ხარჯზე. იმედია, ოქტომბრის არჩევნები წერტილს დაუსვამს ოლიგარქიას, კრიმინალის აღზევებას და სახელმწიფოს ნგრევას, სხვა შემთხვევაში საქართველოს განუზომლად მეტი „შაქარაშვილები" და „სალარიძეები" ეყოლება", - წერს დეკანოზი.

სასულიერო პირი ეხმაურება მცხეთაში მომხდარ ტრაგედიასაც და ამბობს, რომ მკვლელობები ქვეყანაში უკვე ყოველდღიურობად იქცა, რაც ავტორიტეტების კანონზე უფრო მაღლა დადგომამ გამოიწვია.

„ისედაც უკვე რამის ყოველდღე სადისტური მკვლელობები ხდება ამ პატარა ქვეყანაში, გუშინ ციხიდან 10 დღის გამოსულმა მკვლელობისთვის ნასამართლევმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა მცხეთაში. ამ ყველაფერს ხელს უწყობს სისხლის სამართლის კოდექსის ზედმეტი სირბილე მკვლელობის უმძიმეს და გამოუსწორებელ დანაშაულზე, სანქცირებული 7-15 წლიანი პატიმრობა განზრახ მკვლელობაზე ნამდვილად ჩალის ფასს ადებს ადამიანის სიცოცხლეს.

ღმერთმა ინებოს სიმართლის და კანონიერების დამყარება ამ ჩვენს გაძაღლებულ სამშობლოში, ამის დიდი იმედი მაქვს. უსამართლობის და დაუცველობის განცდა ყველაზე დიდი სტრესია ადამიანისთვის. ქართველი ხალხის უდიდესი პრობლემა არის ის, რომ კანონმორჩილ საზოგადოებად ვერ ჩამოვყალიბდით, სხვადასხვა ტიპის "ავტორიტეტები" უფრო მაღლა დგანან, ვიდრე კანონი, სამართალი, სიმართლე, პატიოსნება და სხვა ჭეშმარიტი ღვთაებრივი ღირებულებები", - ამბობს სასულიერო პირი.


close დახურვა