logo
ENG



იმერეთში მე-5 საკარანტინო ზონა გაიხსნა

03 აპრ 202009:52
3 წუთის საკითხავი
clock 346

იმერეთში მე-5 საკარანტინო ზონა გაიხსნა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასტუმროში, უკვე გადაიყვანეს სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოსული საქართველოს 52 მოქალაქე.

რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, ვირუსის სიმპტომით კლინიკაში თვითიზოლაციიდან სამი ახალი პაციენტი მიიღეს. მათ ანალიზები აუღეს და ყველა უარყოფითია.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობას განაგრძობენ. ამ დროისთვის კლინიკაში სამი ინფიცირებული პაციენტია. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორის კი საშუალო სიმძიმისაა. მათ მკურნალობა უტარდებათ.


close დახურვა