logo
ENG



იმერეთში ყველა აგრარული ბაზარი გაუფრთხილებლად დაიკეტა

04 აპრ 202014:23
3 წუთის საკითხავი
clock 324

იმერეთში ყველა აგრარული ბაზარი გაუფრთხილებლად დაიკეტა. ამ გადაწყვეტილებამ პრობლემები შეუქმნა როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს.

ქუთაისში ვაჭრობამ ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. მოვაჭრეები ამ დილით შესყიდული სურსათის სწრაფად რეალიზაციას ცდილობდნენ, შედეგად, დისტანციის დაცვა ვერ ხერხდებოდა. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ უეცარმა გადაწყვეტილებამ ისინი ძალიან დააზარალა. ისინი იმედოვნებენ, რომ ტერიტორიას დეზინფექცია ჩაუტარდება და ბაზარი ისევ გაიხსნება.


close დახურვა