საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ისაუბრა წითელა-წითურა-ყბაყურასა და ბე-ცე-ჟე აცრებისა და კორონავირუსის ურთიერთქმედების შესახებ.
იმნაძის თქმით, მეცნიერულად არ არის დამტკიცებული, რომ ამ აცრების მქონე ადამიანები კორონავირუსს ადვილად გადაიტანენ.
„პირველი რაც გამოქვეყნდა იყო, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას კომპონენტი, განსაკუთრებით წითურა, იყო დამცველობითი ეფექტი არა იმიტომ, რომ ავად არ ხდებოდნენ, არამედ ნაკლებად გადაიტანდნენ. ასევე, ბე-ცე-ჟეზე გამოქვეყნდა, რომ ნაკლებად ემართბათ და ადვილად გადაიტანდნენ. ეს ორი ჰიპოთეზა, რომელიც მეცნიერულად არ არის დადასტურებული თუ მართალი აღმოჩნდება ბედნიერები ვიქნებოდით, რადგან ახალგაზრდა თაობას გაკეთებული აქვს წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინა, პრაქტიკულად ყველაა ჩვენ ქვეყანაში ბე-ცე-ჟე ვაქცინათი აცრილი და თუ ეს ჰიპოთეზა მართალია, გაცილებით დაცულები ვიქნებოდით“, - განაცხადა იმნაძემ.