logo
ENG



იმნაძე: სტაბილური ვითარების შემთხვევაში, 2-3 კვირაში შესაძლოა, რეგულაციები ისევ შემსუბუქდეს

21 მაი 202116:26
3 წუთის საკითხავი
 
იმნაძე: სტაბილური ვითარების შემთხვევაში, 2-3 კვირაში შესაძლოა, რეგულაციები ისევ შემსუბუქდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ 2-3 კვირაში, თუ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება სტაბილური იქნება, რაღაც რეგულაციები შემსუბუქდება. 

რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათს, იმნაძის თქმით, გადაადგილების შეზღუდვა მობილობის შემცირებას ემსახურება, რაც თავის მხრივ, ვირუსის გავრცელებას უშლის ხელლს.  

"ყველას გვესმის, რატომ არის კომენდანტის საათი, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობა. მისი დანიშნულება მობილობის დაგდგება...მობილობის შემცირება, როცა იყო ვთქვათ 9 საათიდან ეს თითქმის 1/3-ით აგდებდა მობილობას. ახლა ეს უფრო ნაკლებად აგდებს მობილობას, მაგრამ ამასაც აქვს აზრი...

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეც მინდა, რომ შეზღუდვები მოიხსნას. ბევრია დამოკიდებული ჩვენზე. რაც უფრო გაზაფხულდა, სულ უფრო გაჭირდება პირბადის წესის დაცვა, განსაკუთრებით გარეთ. ეს ორი რაც დაგვრჩა - პირბადე და 11 საათიდან მობილობის შემცირება. ეს არის, რომ ინფექციას გაღვივების საშუალება არ მივცეთ და რამენაირად დავაგდოთ ახალი შემთხვევების რიცხვი. 

დიდი იმედი მაქვს, რომ 2-3 კვირაში, თუ მივაღწევთ გარკვეულ სტაბილიზაციას, შემთხვევების რიცხვის მხრივ, შესაძლებელი იქნება, რაღაც რეგულაციების კიდევ შემსუბუქება", - განაცხადა პაატა იმნაძე. 

ქვეყანაში უკვე 6 თვეზე მეტია ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 17 მაისიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან იწყება და დილის 05:00 საათამდე გრძელდება. აქამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებდა.

გარდა ამისა, მოქალაქეებმა როგორც შიდა ისე გარე სივრცეში გადაადგილებისას პირბადე უნდა გამოიყენონ. 

 


close დახურვა