logo
ENG



იმნაძე: შოთაძის დაბრუნება კიდევ უფრო ამცირებს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობას

17 თებ 202009:54
3 წუთის საკითხავი
 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი გურო იმნაძე გენერალურ პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში არსებული დემოკრატიული ვითარბეისთვის პრობლემაა.

„მთელი ეს ერთთვიანი შერჩევის პროცესი საპროკურორო საბჭოში, რეალურად, ფორმალურ ხასიათს ატარებდა. იქიდან გამომდინარე, რომ თავიდანვე როგორც კი ირაკლი შთაძის კანდიდატურამ გაიჟღერა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მას დაუჭერდნენ მხარს.

ისედაც დაბალი ნდობა, რომელიც არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, კიდევ უფრო რისკის ქვეშ დგება. მსგავსი წარსულის მქონე პირების დაბრუნება მაღალ თანამდებობაზე ცხადია, კარგად არ მეტყველებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეს კიდევ უფრო ამცირებს ნდობას, რაც ქვეყანაში დემოკრატიული ვითრებისთვის პრობლემაა, - განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

ამავდროულად, პარლამენტში შოთაძის მოსმენამდე მისი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.


close დახურვა