logo
ENG



იმნაძე აღდგომის ლიტურგიაზე: ამისთვის ვერ მოვიცლი, ტელევიზორიდან ვუყურებ

03 აპრ 202014:26
3 წუთის საკითხავი
clock 400

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მაოდგილემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ეკლესიურობით არ გამოირჩვა.

„დიდი ეკლესიურობით არ გამოვირჩევი, ტელევიიზიიით ვადევნებ თვალ-ყურს, ამისთვის ნამდვილად ვერ მოვიცლი“, - განაცხადა იმნაძემ.

გარდა ამისა, სააღდგომო ლიტურგიაზე წასვლას არ გეგმავენ არც რეგიონალური განვითრების მინისტრი მაია ცქიტიშვილი და არც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. იკრძალება სამზე მეტი პირის შეკრება და საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე გარეთ გასვლა.

მიუხედავად ამისა, ეკლესია ტაძრებში ღვთისმსახურებას არ წყვეტს და აცხადებს, რომ ტაძრის კარი მრევლისთვის ღიაა. გარდა ამისა, ეკლესია არც ზიარების წესს ცვლის.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს მართმადიდებლური სამყარო.

 


close დახურვა