logo
ENG



იმნაძე ჩეხ ტურისტზე: გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ მას ვინმე ჩაეხუტა, ყველას მოვნახავთ

16 მარ 202013:37
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გუდაურში ჩეხ ტურისტთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მან დეტალურად მიაწოდა ქართულ მხარეს ინფორმაცია.

იმნაძის თქმით, ამჟამად, სამივე ჩეხი ტურისტი საკუთარ სამშობლოში იმყოფება.

„მადლობა ამ ადამიანს, დეტალურად გამოგვიგზავნა თავისი საქართველოში მოგზაურობის ისტორია. გაგვიადვილა საქმიანობა და მოძიება იმ ადამიანების, რომლებიც მათთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდა.

"გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ მას ვინმე ჩაეხუტა. ჩვენ ყველას მოვნახავთ. დანარჩნები წყნარად იყვნენ, თუ ნერვიულობენ შეუძლიათ იყვნენ თვითიზოლაციაში და თუ რაიმე სიმპტომი გამოუვლინდათ, მიმართონ შესაბამის სამსახურს. ჩეხები არიან ჩეხეთში. ჩვენ მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. გადამოწმება მოხდა ჩეხეთში ოფიციალურად მართლა არის თუ არა ინფიცირებული“, - განაცხადა იმნაძემ.

გარდა ამისა, იმნაძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საქართველოში ვირუსის მეოთხეული გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კაფე „მთვრალი ალუბალი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათ კაფეში მყოფი 6 ჩეხი ტურისტიდან 3 მათგანი კორონავირუსით არის დაინფიცირებული. 

საპასუხოდ კი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით არც ერთი ჩეხი ტურისტი არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.


close დახურვა