ინდოეთის დასავლეთ შტატებს ციკლონი ნისარგა უტევს. შტორმის დაწყებამდე სანაპირო ზოლიდან 100 ათასი ადამიანი გაიყვანეს. ევაკუირებულებს შორის კორონავირუსით დაავადებულებიც არიან.
ციკლონი ყველაზე მეტად ქალაქ მუმბაის ემუქრება, სადაც ქვეყანაში კოვიდ 19-ის ყველაზე მეტი შემთხვევაა. ქალაქის მოსახლეობას გააფრთხილეს, რომ მათ, ვინც სტიქიისას სანაპიროზე გავა, დააკავებენ.
მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო გუჯარათის შტატშიც.