დონალდ ტრამპის ვიზიტის მეორე დღე ინდოეთში ოფიციალური მოლაპარაკებებით დაიწყო. შეერთებული შტატების ლიდერმა მოლაპარაკებები გამართა ინდოეთის პრემიერ მინისტრთან და შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ინდოეთი შეერთებული შტატებისგან 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას შეიძენს.
ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავების საკითხიც განიხილეს და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. დონალდ ტრამპმა მეუღლესთან ერთად დილით ინდოეთის ეროვნული გმირის მაჰატმა განდის მემორიალი მოინახულა და სიმბოლურად ხე დარგო.