logo
ENG



ინდოეთში სამკურნალო დაწესებულებად გადაკეთებულ სასტუმროში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა

09 აგვ 202014:34
3 წუთის საკითხავი
 

ინდოეთში პანდემიის დროს კორონავირუსით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულებად გადაკეთებულ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. ინციდენტს 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები პაციენტები არიან. 

ხანძრის შედეგად დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. ადგილზე ხანძრის ლოკალიზებას მაშველები 2 საათის განმავლობაში ცდილობნენ. გადარჩენილი პაციენტები ქალაქის სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.


close დახურვა