ინდონეზიაში, ჯავას პროვინციაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მომხდარის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ფერფლითა და კვამლით დაიფარა მიმდებარე დასახლებები. ამ დასახლებებიდან სულ მცირე 300 ოჯახი გაიყვანეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, რამდენიმე დასახლებამდე მისვლა წაქცეული ხეებისა და ტალახის გამო ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. დახმარება სთხოვეს სამხედროებსაც.