ინდონეზიის დასავლეთ ჯავის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა. მაშველები ნანგრევების ქვეშ მყოფებს ეძებენ.
მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ ჯავაში, ქალაქ ციანჯურთან იყო.
ინდონეზიის კატასტროფების შესუსტების სააგენტომ (BNPB) განაცხადა, რომ დანგრეული შენობების ქვეშ სულ მცირე 25 ადამიანია დარჩა.
BNPB-ის სპიკერმა აბდულ მუჰარიმ განაცხადა, რომ ძებნა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
"ვარაუდობენ, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი დროთა განმავლობაში გაიზრდება."- ამბობს ჯავის გუბერნატორი, რიდვან კამილი.
BNPB-მ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად 2200-ზე მეტი სახლი დაზიანდა.