logo
ENG



ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა გაიმართა

03 თებ 202018:08
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, კანცელარიაში, ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა გაიმართა. მთავარი განსახილველი თემები იყო, საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, ინვესტორების ხელშეწყობა, გადახდის უნარობის ახალი კანონპროექტი და ის საკითხები რომლებიც ბიზნესისთვის აქტუალურია. შეხვედრაში მონაწილეობდნენ, იბიარდის დირექტორი, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი, ბიზნესომბუდსმენი და მინისტრთა კაბინეტის წევრები.

 


close დახურვა