logo
ENG



ინტერი ევროპალიგის ფინალში გავიდა

18 აგვ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 

ევროპალიგის ფინალში სევილიას ინტერი დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში დავით ხოჭოლავას შახტარი დაამარცხა. ნახევარფინალურ მატჩში დათა ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა მილანის ინტერთან და 0:5 დამარცხდა.

მატჩი გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ესპრიტ არენაზე გაიმართა. ანგარიში მე -19 წუთზე, ლაუტარო მარტინესმა გახსნა. მეორე ტაიმის შუაში, იტალიური კლუბის უპირატესობა დანილო დაბროზიომ გაზარდა. 74-ე წუთზე მარტინესმა დუბლი შეასრულა, ხოლო ამის შემდეგ დუბლით თავი რომელუ ლუკაკუმ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში 5:0 დააფიქსირა.

ფინალი 21 აგვისტოს გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართება – „ინტერი” ესპანურ „სევილიას” დაუპირისპირდება.


close დახურვა