logo
ENG



ინფექციონისტი კორონავირუსზე: პანიკის საფუძველი არ არსებობს, ისტერიკაში არ უნდა ჩავვარდეთ

26 თებ 202023:29
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ კორონავირუსის დაფიქსირების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საზოგადოება პანიკაში არ უნდა ჩავარდეს.

„განსაცვიფრებელი დაძაბულობა იყო დილიდან მოსახლეობაში, ხვალ დილიდან ადამიანები დაზაფრულ მდგომარეობაში იქნებიან. პანიკის საფუძველი არ არსებობს. ისტერიკაში არ უნდა ჩავარდეთ. არაფერი საოცრება არ ხდება უნდა დავიცვათ ჰიგიენის ნორმები და დაველოდოთ რეკომენდაციებს“,- განაცხდა მაია ბუწაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა.  


close დახურვა