logo
ENG



ინფექციურის ექიმი: საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტია მოთავსებული

02 მარ 202008:10
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში 19 ადამიანია მოთავსებული. ამის შესახებ  კლინიკის ექიმმა განაცხადა. მარინა ენდელაძის თქმით, ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში 30 პაციენტი იმყოფებოდა, თუმცა 14 პაციენტს უკვე ჩაუტარდა კვლევა და მათ კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.  ასევე, ლუგარის ცენტრში 8 ახალი პაციენტის ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი, რომლის პასუხიც ცნობილი ჯერ არ არის. 

„ამჟამად, 19 პაციენტი შემოვიდა. ველოდებით 8 პაციენტის პასუხს. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მონაცემები ყოველ წუთს იცვლება. დინამიური პროცესია. როდესაც უარყოფით პასუხს ვიღებთ, საკარანტინო ზონაში ხვდებიან“, - განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში დღეის მონაცემებით ახალი კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევაა. 


close დახურვა