თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჯამად 25 პაციენტია მოთავსებული. ექიმ-ინფექციონისტის, ალექსანდრე გონიავას განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიიდან 8 პაციენტზე ტესტის პასუხები მიიღეს და მათ კორონა ვირუსი არ დაუდგინდათ. 11 პაციენტის ანალიზის პასუხები, შესაძლო კორონა ვირუსთან დაკავშირებით კი დღეს გახდება ცნობილი. არ დაუდგინდა ვირუსი ბათუმის ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ შუახნის მამაკაცსაც და მან დაწესებულება უკვე დატოვა.
ასევე დღეს გახდება ცნობილი კიდევ ერთი პაციენტის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ასევე ბათუმის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხაშურის კლინიკიდან კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს. ორი მათგანი ირანის, ორი კი მათთან კონტაქტში მყოფი საქართველოს მოქალაქეა. ერთ-ერთი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ირანის მოქალაქეები გადაიყვანა. ტურისტები საქართველოს ტერიოტირაზე უკვე 10 დღეა იმყოფებიან.
„ამ ეტაპზე სტაციონარში 25 პაციენტი იმყოფება. ისინი ძირითადად ახალგაზრდები არიან. აქედან ახალია 11 პაციენტი. უმრავლესობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ ჩაუტარდათ კვლევები და მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღენიშნათ. 11 პაციენტთან ჩატარდება ხახის ნაცხის კვლევა კორონავირუსთან დაკავშირებით “, - ექიმ ინფექციონისტმა ალექსანდრე გონიავამ.
გარდა ამისა, არ დაუდგინდა ვირუსი ბათუმის ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ შუახნის მამაკაცსაც და მან დაწესებულება უკვე დატოვა. ასევე დღეს გახდება ცნობილი კიდევ ერთი პაციენტის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ასევე ბათუმის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხაშურის კლინიკიდან კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს. ორი მათგანი ირანის, ორი კი მათთან კონტაქტში მყოფი საქართველოს მოქალაქეა. ერთ-ერთი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ირანის მოქალაქეები გადაიყვანა. ტურისტები საქართველოს ტერიოტირაზე უკვე 10 დღეა იმყოფებიან.