logo
ENG



ინფექციურის რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

03 მარ 202000:18
3 წუთის საკითხავი
 
p14tafe5gd574qc.jpg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რვა პაციენტს, რომელთა ანალიზის შედეგებსაც 2 მარტისთვის ელოდებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.  რვავე მათგანი საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

ჯერ კიდევ უცნობია 13 პაციენტის ანალიზის შედეგები -  როგორც ინფექციურ საავამდყოფოში აცხადებენ, პასუხები ხვალ, 3 მარტს იქნება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


close დახურვა