logo
ENG



ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 24 პაციენტი რჩება

01 მარ 202012:06
3 წუთის საკითხავი
 
qs2o7d3cntlw3m9.jpg

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 24 პაციენტი რჩება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათგან ხუთის ანალიზების შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.

„ახლა გვყავს 24 პაციენტი, ინფიცირებულთა მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ გვყავდა 36 პაციენტი, 24 მათგანის ანალიზები წაიღეს ლუგარის ლაბორატორიაში და 19 მათგანს არ დაუდასტურდა ვირუსი, ამიტომ გადაყვანილნი არიან საკარანტინო ზონაში", - აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა. სამივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


close დახურვა