logo
ENG



ინფექციურში გადაყვანილი ჩინეთის მოქალაქე: 37 გრადუსი მაქვს და ოდნავ ყელი მტკივა

30 იან 202017:13
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთის 9 მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქედან ორი მცირეწლოვანი ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსდებიან, ხოლო 7-ს როგორც კონტაქტებს, ისე გაუგრძელდებათ ზედამხედველობა. როგორც ერთ-ერთი ჩინეთის მოქალაქე აცხადებს, მას ჩვეულებრივი ტემპერატურა აქვს და ოდნავ ტკივა ყელი.

„ჩვეულებრივი სიცხეა, ტემპერატურა 37 გრადუსი, მაქსიმუმ 38. ყელიც ოდნავ მტკივა“, - აცხადებს ჩინეთის მოქალაქე.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, ჩინეთის 9 მოქალაქიდან მხოლოდ ორს აქვს სიცხე.

„ჯგუფის 9 პირიდან 7 ადამიანს არ აქვს სიცხე, ესენი როგორც კონტაქტები ისე განისაზღვრებიან და როგორც კონტაქტებს ისე გაუგრძელდებათ ეპიდზედამხედველობა. ბავშვებისთვის დაავადების მესამე დღეა. დაავადების პირველ დღესთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. პირველ ეტაპზე ძირითადი კვლევები ჩაუტარდებათ. თუ დაუდგინდათ ამ ადამიანებს ვირუსი, მას შესაბამისი სახელი დაერქმება, რაც დიაგნოსტიკით დადასტურდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

შეგახსენებთ, რომ გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოიყვანეს. ამ ადამიანებს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ.

ჩინეთის მოქალაქეების გარდა, ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება 24 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩინეთში მუშაობდა და საქართველოში 29 იანვარს დაბრუნდა. მას აეროპორტში ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა.


close დახურვა