logo
ENG



ინფექციურში მყოფ 11 ახალ პაციენტს, კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდება

03 მარ 202011:48
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რიცხვი არ გაზრდილა. ლაბორატორიული კვლევებით ვირუსი მხოლოდ სამ ადამიან დაუდგინდა. მთელი საქართველოს მასშტაბით საკარანტინო ზონაში 120-მდე ადამიანი რჩება. მათ შორის შედარებით ახალი შესული თერთმეტია. ისინი კარანტინში გუშინ დღის ბოლოს შეიყვანეს. პაციენტებს უკვე ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და რენტგენოგრაფია, რომლის შემდეგაც კვლევა უშუალოდ კორონავირუსზე ჩაუტარდებათ. 

ინფექციური საავადმყოფოს ეწიმი-ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, სტაციონარში მყოფი 25 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება კორონავირუსით დაავადებულ სამ პაციენტს, მათი მკურნალობა სტაბილურად მიმდინარეობს და გართულებები არ აღენიშნებათ.

„სტაციონარში იმყოფება 25 პაციენტი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ 3 პაციენტს უფიქსირდება კორონავირუსი, რომელთაც აღენიშნებათ მსუბუქი ტემპერატურის მატება 37,2 გრადუსამდე. რაიმე გართულებები მათ არც დღის და არც ღამის განმავლობაში არ ჰქონიათ. შემოსულია 11 ახალი პაციენტი, რომლებსაც ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და რენტგენოგრაფია. სერიოზული დარღვევები მათ არ აღენიშნებათ. ამ თერთმეტ პაციენტს ჩაუტარდება ხახის ნაცხის პისიერ კვლევა კორონავირუსზე“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

 


close დახურვა