logo
ENG



იორდანიის მეფე: პალესტინელების გადასახლება იორდანიასა და ეგვიპტეში წითელი ხაზია

17 ოქტ 202313:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/17/hdq87avrperlxpz.jpg

"პალესტინელების გადასახლება იორდანიასა და ეგვიპტეში არის წითელი ხაზი, ამ ქვეყნებში არც ერთი პალესტინელი ლტოლვილი არ იქნება", - განაცხადა იორდანიის მეფე აბდულა II-მ დღეს, ბერლინში გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. II-მ

იორდანიის მეფის თქმით, პალესტინელების საკითხი ღაზის სექტორშივე უნდა დარჩეს და ეს საკითხი სხვა ქვეყნებს ტვირთად არ უნდა დააწვეს.

"ეს წითელი ხაზია, რადგან, ვფიქრობ, რომ ზოგიერთი სუბიექტის გეგმა ადგილზე დამატებითი პრობლემების შექმნაა. ლტოლვილები არც იორდანიაში იქნებიან და არც ეგვიპტეში. ეს არის ჰუმანიტარული განზომილების საკითხი, რომელიც ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე უნდა გადაიჭრას და პალესტინელების ეს გამოწვევა სხვა ხალხების მხრებზე არ უნდა გადავიტანოთ", - განაცხადა აბდულა II-მ.

შეხვედრისას იორდანიის მეფემ ღრმა შეშფოთება გამოხატა ომის შედეგად გამოწვეულ მძიმე დანაკარგთან დაკავშირებით, ხოლო ღაზაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციას მიუღებელი უწოდა.


close დახურვა