თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს. ინფორმაციას "ფორმულასთან" ცუცქირიძის მეგობარი, ზვიად კუპრავა ადასტურებს.
ცუცქირიძეს თავი აქვს გატეხილი, ტუჩი კი გახეთქილი. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და პოლიცია.