logo
ENG



იპსოსი: ნიკა მელიას საქმეს გამოკითხულთა 36% პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის

12 დეკ 201918:19
3 წუთის საკითხავი
 
34tq19cd5t0h5xb.jpg

გავლენიანი ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია  "იპსოსი" ფორმულას დაკვეთით მორიგ კვლევას ატარებს. ტელეკომპანიის და "იპსოსის" თანამშრომლობის ფარგლებში კვლევა საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე გამოკითხულთა დამოკიდებულებას უკვე რამდენიმე კვირაა ავლენს. ამჯერად კითხვა ინტერვიუს დროს კვლების ავტორებმა ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დავისა და მისთვის მანდატის ჩამორთმევაზე დაუსვეს. შედეგები ამგვარია :


გსმენიათ თუ არა მიმდინარე საგამოძიებო და სასამართლო პროცესების შესახებ ნიკა მელიას მიმართ?

დიახ - 77%
არა - 19%
არ ვიცი/უარი პასუხზე - 4%

 

თქვენი აზრით, მიმდინარე გამოძიება/სასამართლო პროცესები არის?

ობიექტური - 9%
პოლიტიკურად მოტივირებული - 23%
ნაწილობრივ ორივე 48%
არ ვიცი/უარი პასუხზე - 20% 

ახლა კი ვნახოთ როგორ ნაწილდება შედეგები, თუ არ გავითვალისწინებთ იმ  20 %-ს, ვისაც არ აქვს პასუხი კითხვაზე: 

ობიექტური - 15%
პოლიტიკურად მოტივირებული - 36%
ნაწილობრივ ორივე 49%


თქვენ რომ იყოთ პარლამენტის წევრი, დაუჭერთ თუ არა მხარს ნიკა მელიასთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერებას?


დანამდვილებით არ დავუჭერდი მხარს - 34%
ალბათ არ დავუჭერდი მხარს - 6%
ალბათ დავუჭერდი მხარს - 6% 
ნამდვილად დავუჭერდი მხარს - 19 %
არ ვიცი, უარი პასუხზე - 35%

ახლა კი ვნახოთ როგორ ნაწილდება შედეგები, თუ არ გავითვალისწინებთ იმ  35%-ს, ვისაც არ აქვს პასუხი კითხვაზე: 


დანამდვილებით არ დავუჭერდი მხარს - 56%
ალბათ არ დავუჭერდი მხარს - 10%
ალბათ დავუჭერდი მხარს - 6% 
ნამდვილად დავუჭერდი მხარს - 28%

 

კვლევის ცდომილების ზღვარი 95 %-იანი  სანდოობით არის 4.38 მეასედი %.  მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე "ფორმულას" დაკვეთით კომპანია "იპსოსი" საზოგადოებრივი აზრის კვლევას განაგრძობს და მომდევნო შედეგებს მომავალ კვირას წარმოგიდგენთ.


close დახურვა