logo
ENG



ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში

17 ნოე 202523:01
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/17/a7myjcglhtp67y4.png

აშშ-სთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, ნათქვამი გვაქვს არაერთხელ, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, - განაცხადა "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.

„ჯერჯერობით ვხედავთ პასიურობას. შევხედავთ, ვინ გადაძალავს - არაფორმალური მმართველობა, რომელიც ზუსტად ისეთი გავლენით სარგებლობდა, სრული ტოტალური გავლენით გასული 4 წლის განმავლობაში აშშ-ზე, როგორც დღემდე სარგებლობს ევროკავშირის მიმართ, თუ კვლავაც არაფორმალური მმართველები მიიღებენ უპირატესობას საქართველოსთან მიმართებით, მაშინ შეიძლება, არც არაფერი შეიცვალოს. თუ გაიმარჯვებს ახალი ადმინისტრაცია ამ დაპირისპირებაში, მაშინ გვექნება სიახლე. ჩვენ მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში არაფორმალურ მმართველობას სძლევს ამერიკელი ხალხის სუბიექტური ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა