ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი ამ დრომდე დაკავებულია, თუმცა ევროპარლამენტმა შესაძლოა იგი პოლიმატიმრად გამოაცხადოს. როგორც მისი გარემოცვა ყვება, ეს სავარაუდოდ ნოემბერში მოხდება.
მოგეხსენებათ, ოქრუაშვილს პროკურატურამ ტელეფონით სარგებლობა შეუზღუდა, მიზეზად კი მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის პრევენცია დასახელდა.
"ივანიშვილი მშიშარა რომ იყო ვიცოდი, მაგრამ კვირაში ერთხელ ბავშვებთან დარეკვასაც თუ ამიკრძალავდა, ნამდვილად არ მეგონა," წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით გავრილოვის ღამის მოვლენებზე დააკავეს.