logo
ENG



ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში შარლ მიშელს შეხვდა

19 სექ 202309:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/19/ykrdagf2ur1quvz.jpg
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

უწყების ცნობით, ღარიბაშვილმა მიშელს 12 რეკომენდაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განუცხადა, რომ საქართველოს "ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება".

"პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. მისივე თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ ნიუ-იორკში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრაც. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერთან ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა.


close დახურვა