logo
ENG



ირაკლი ღარიბაშვილი დავით კირკიტაძეს მძარცველს და ბანდიტს უწოდებს

20 ოქტ 202119:00
3 წუთის საკითხავი
 
ირაკლი ღარიბაშვილი დავით კირკიტაძეს მძარცველს და ბანდიტს უწოდებს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მერობის ენმ-ის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს მძარცველს და ბანდიტს უწოდებს. 

რუსთავში, ქართული ოცნების მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა თქვა, რომ პარტია მაქსიმალურ მობილიზაციას აკეთებს, რათა "ყველა მუნიციპალიტეტში ძალიან ძლიერი შედეგი დადოს". 

მისი განცხადებით, ენმ-ის მერობის კანდიდატი კირკიტაძე, რომელიც რუსთავში ქართული ოცნების კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს უპირისპირდება, "ზონდერია". 

"ძალიან მარტივი მოცემულობაა რუსთავში. ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმით, განათლებით, თავისი წესიერებით და მეორე მხარეს არის ყველასთვის ცნობილი მძარცველი და ბანდიტი, კრიმინალი კირკიტაძე, რომელიც იყო გასამართლებული. ყველამ იცის ამ ქალაქში, ვინ არის კირკიტაძე. კაცი, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების ქონებების წართმევით, ძალადობით და ჩვეულებრივი ზონდერობით. ასეთი ადამიანი უპირისპირდება ჩვენს კანდიდატს". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, ქართული ოცნების კანდიდატის გამარჯვების შემდეგ როგორც რუსთავის, ისე საქართველოს სხვა ქალაქების მოსახლეობას პირდება, რომ "ყველა რეგიონს ყურადღებას მიაქცევს". 


close დახურვა