logo
ENG



ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

09 ოქტ 202118:23
3 წუთის საკითხავი
 
ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება. 

ის უკვე შეხვდა ნიკოლ ფაშინიანს

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სომხეთის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა გამო, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს “სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა”, რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა.

აღინიშნა, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივებზე მსჯელობას, რომელშიც, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან.

შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონი ეტაპობრივად გარდაიქმნას ახალი შესაძლებლობების, განვითარებისა და მშვიდობის რეგიონად.

ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემებზე და იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რომელთა განხილვაც თბილისში ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტისას გაიმართა.


close დახურვა