საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა.