logo
ENG



ირაკლი ღარიბრაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

17 აგვ 202316:24
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში ვიზიტის დროს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.

"მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომავალი წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

შეხვედრაზე, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ახალი მიდგომების და სამომავლო თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მიიწვია.


close დახურვა