ირანიდან გაგზავნილი ხუთი ტანკერი ვენესუელის პორტს მიადგა, რისთვისაც ნიკოლას მადურომ თეირანს მადლობა გადაუხადა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას ჩრდილო-ამერიკული იმპერია ხელს ვერ შეუშლის.
ირანი ვენესუელას მილიონ ნახევარი [1.53] ბარელი საწვავით უზრუნველყოფს. თეირანსა და კარაკასს ვაშინგტონის მკაცრ სანქციებთან გამკლავება უწევს.