logo
ENG



ირანიდან დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ნაწილი კარანტინში გადაიყვანეს

28 თებ 202008:26
3 წუთის საკითხავი
 

ირანიდან დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ნაწილი აბასთუმანში კარანტინში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციით საკუთარ სახლებში.

თვითმფრინავი, რომლითაც დელეგაცია მგზავრობდა, თბილისის აეროპორტში 23:00 საათისთვის დაჯდა. თუმცა, მგზავრებმა შენობა 4 საათის განმავლობაში ვერ დატოვეს.

უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია თვითიზოლაციით სახლში დარჩება. არცერთ მგზავრს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. მათ სამედიცინო შემოწმება როგორც ირანში, ისე საქართველოშიც გაიარეს. 


close დახურვა