logo
ENG



ირანის კომუნიკაციების მინისტრი ინტერნეტის გამორთვისთვის ბოდიშს იხდის

25 ნოე 201914:38
3 წუთის საკითხავი
 
n03rjnhudpyy4qf.jpg

ირანის კომუნიკაციების მინისტრი ინტერნეტის გამორთვისთვის ბოდიშს იხდის. მუჰამედ ჯარუმიმ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის აცხადებს, რომ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების მიზანი ხალხისთვის მშვიდობის უზრუნველყოფაა. ორი კვირის წინ ირანი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მიზეზი საწვავზე ფასის მატება გახდა. "ემნისთი ინთერნეშენალის" ინფორმაციით, მიტინგების დაშლისას 100-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა. არეულობის გამო, ხელისუფლებამ ინტერნეტის გამორთვა გადაწყვიტა. ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშულია. 


close დახურვა