logo
ENG



ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხია

05 ოქტ 202417:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/05/hiottov4chs53fs.jpg

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სირიელ პოლიტიკოსთან, ბასამ ალ-საბაღთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხია, განსაკუთრებით ლიბანსა და ღაზაში.

"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხია, განსაკუთრებით ლიბანსა და ღაზაში. დამასკოში ჩემი ვიზიტის მიზანი რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაგრძელებაა", - აღნიშნა არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში დღეს ჩავიდა. მანამდე, იგი ლიბანში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრემიერმინისტრს, ნაჯიბ მიკატის შეხვდა.

 

 


close დახურვა