ირანში რვა აქტივისტს , რომლებიც შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილი, განაჩენი გამოუტანეს. მათ 4-დან 10 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. აქტივისტებს იმ თანხის დაბრუნებაც მოუწევთ, რაც ირანის სასამართლოს განცხადებით, ვაშინგტონისგან მიიღეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთს ბრალი ჯაშუშობაში, დანარჩენებს კი მტრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში ედებათ. აქტივისტები 2 წლის წინ აიყვანეს, ბრალი კი სასამართლო პროცესამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე წარუდგინეს.
ირანში, აშშ-ს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ რვა აქტივისტს განაჩენი გამოუტანეს
18 თებ 202017:10
3 წუთის საკითხავი