თეირანის ცნობით, ირანში, ისპაანში განთავსებულ სამხედრო ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, შედეგად აფეთქება იყო სამხედრო ცენტრში, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთანაა დაკავშირებული.
ისპაანის გუბერნატორის უსაფრთხოების უფროსის მოადგილის, რეზა ჯან-ნესარის განცხადებით, აფეთქებამ მცირედი დაზიანება გამოიწვია. სახელმწიფო მედიამ, IRNA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდარი "პატარა ზომის დრონებს" უკავშირდება.
მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი დრონის განადგურება მოახერხა - თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და მხოლოდ კომპლექსის სახურავი დაზიანდა.