ირანში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ციხიდან დროებით 54 ათასი პატიმარი გაათავისუფლეს. როგორც ირანის სასამართლოს პრეს-სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპატიმრო იმ ადამიანებმა დატოვეს, რომელთაც ხუთ წელიწადზე ნაკლები ჰქონდათ მისჯილი და კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
ოფიციალურმა თეირანმა შესაძლოა ირანული წარმოშობის ბრიტანელი აქტივისტიც გაათავისუფლოს. ირანის ხელისუფლების თქმით, ამ გზით ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხება უფრო მარტივი იქნება.