logo
ENG



ირანში პროტესტის მხარდამჭერი ცნობილი მსახიობი დააკავეს

18 დეკ 202210:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/18/ui12d5sun9kp2bx.jpg

ირანის ხელისუფლებამ პროტესტის მხარდაჭერის გამო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, ტარანე ალიდოსტი დააკავა. მას პროტესტის შესახებ "ტყუილის გავრცელებისთვის" წაუყენეს ბრალი.

მსახიობი ღია აკრიტიკებდა ირანის ხელისუფლების მცდელობას, ჩაეხშოთ პროტესტი, ნოემბერში კი დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო ჰიჯაბის გარეშე. გასულ კვირას მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ანტისამთავრობო აქციის მონაწილის სიკვდილით დასჯა გააპროტესტა. 38 წლის ქალმა გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციები იმის გამო, რომ მათ ხელი არ შეუშალეს მოჰსენა შეკარის დასჯას. შეკარი 8 დეკემბერს ჩამოახრჩვეს, მას პროსახელისუფლებო დაჯგუფება ბასიჯის ძევრზე თავდასხმას ედავებოდნენ.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, მსახიობი პოლიციამ დააკავა, რადგანაც "მისი მტკიცების ვერანაირი დოკუმენტი ვერ წარადგინა".

38 წლის ალიდოსტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ირანელი მსახიობია. მან მონაწილეობა მიიღო ფილმ The Salesman-ში, რომელმაც 2016 ოსკარი მიიღო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.


close დახურვა